მესი ვარჯიშს დაუბრუნდა
როგორც იცით, გვარდიოლამ შედარებით დიდხანს დასვენების უფლება მისცა ლეო მესის, რის გამოც არგენტინელმა ფორვარდმა გამოტოვა მატჩი ”ლევანტეს” წინააღმდეგ.
მესი ბარსელონაში კვირას დაბრუნდა და დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა. ”ბარსელონას” ფეხბურთელები დღეს, ”სიუტატ ესპორტივაზე” გამოცხადნენ და მომზადება დაიწყეს ”ბილბოსთან” მატჩისთვის. ამ უკანასკნელთან კატალონიელებს თამაში გასვლაზე უწევთ, ”სან მამეს” სტადიონზე. სიცივის გამო, ფეხბურთელები თბილად ჩაცმულები გამოვიდნენ მოედანზე და გასახურებელი ვარჯიშებიც ჩაატარეს.
ვარჯიშს ესწრებოდა ძირითადი გუნდის 15 და ”ბარსა ბ”-ს 5 ფეხბურთელი. მათ შორის ტიაგო ალკანტარა, ვიქტორ ვასკესი და მარკ ბარტრა, რომლებიც ”ლევანტესთან” მატჩში, განაცხადში იყვნენ. ასევე ოიერი და კარლეს პლანასი. ცალკე ვარჯიშობდა კარლეს პუიოლი. მას პერსონალური მწვრთნელი, ხუანიო ბრაუ ავარჯიშებდა. მოგეხსენებათ, გასულ კვირას, ”ბარსელონას” კაპიტანმა ფეხზე მცირე ტრავმა მიიღო.
სავარჯიშო დარბაზში ივარჯიშეს ვალდესმა, ჩავიმ, ბუსკეტსმა და მაქსველმა, რომლებსაც მარჯვენა ბარძაყში მცირე ტკივილი აღენიშნებოდათ. 39 გრადუსი სიცხის გამო მოედანი დატოვა მასკერანომ და ანტიბიოტიკების მიღების შემდეგ ის სახლში გაემგზავრა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]