ჩავიმ შესაძლოა მიგელის რეკორდი მოხსნას

ჩავიმ შესაძლოა მიგელის რეკორდი მოხსნას

კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველი ჩავი ერნანდესი, ახლოს არის ახალი რეკორდის დამყარებასთან. ესპანეთის ნაკრების მოთამაშეს, "ბლაუგრანას" მაისურით 539 მატჩი აქვს ჩატარებული. ეს რაოდენობა კი ჩავის 10 თამაშით აშორებს "ბარსას" ყოფილ ფეხბურთელთან მიგელ ბერნანდო ბიანკეტის შედეგთან, რომელმაც კატალონიურ კლუბში 549 მატჩი ითამაშა.
შეგახსენებთ, რომ ჩავის დებიუტი "ბარსელონას" პირველ გუნდის შემადგენლობაში 1998/1999 წლების სეზონში, "რეალ ვალიადოლიდის" წინააღმდეგ ჰქონდა. ამ დროისათვის, ესპანელ ფეხბურთელს აწუხებს მცირეოდენი ტრამვები, მაგრამ ნაკლებად დავარაუდოა, რომ ამან ჩავის რაიმე პრობლემები შეუქმნას ახალი რეკორდის დამყარებაში.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.