ძირითადი გუნდის ოთხი წევრი "ბარსა ბ"-ს ფეხბურთელებთან ერთად ვარჯიშობს

ძირითადი გუნდის ოთხი წევრი "ბარსა ბ"-ს ფეხბურთელებთან ერთად ვარჯიშობს

როგორც იცით, სანაკრებო პაუზის გამო "ბარსელონას" ფეხბურთელთა უმეტესობა, კერძოდ კი 14 ფეხბურთელი, სხვადასხვა ქვეყანაშია თავიანთ ეროვნულ გუნდებთან ერთად შეხვედრების ჩასატარებლად.

ძირითადი გუნდის წევრებიდან ბარსელონაში ტრავმირებული მოთამაშეების გარდა ამჟამად მხოლოდ პაკო ალკასერი, ჟერარ დეულოფეუ, დენის სუარესი და ალეიშ ვიდალი არიან. აღსანიშნავია, რომ ვიდალი ახალი გამოჯანმრთელებულია და მოედანზე გასვლის უფლება ჯერ არ მიუღია, თუმცა ის თითქმის სრული დატვირთვით ვარჯიშობს. დღევანდელ სავარჯიშო სესიაზე მათ მცირე რაოდენობის გამო "ბარსელონა ბ"-ს ფეხბურთელებთან ერთად ივარჯიშეს და მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში ასეც გაგრძელდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #1 7 ნოემბერი 2017 18:44
    0
    უნდა იმარჯიშონ.დეულოფეუ. დენისმა და პაკომ ძალიან კარგი შთაბეჭდილება დამიტოვეს ბოლო მატჩებში