"ბარსელონამ" კოუტინიოს ალტერნატივა "ლიონში" იპოვა
ფრანგული "ლიონის" ნახევარმცველი, ნაბილ ფეკირი, შესაძლოა, ესპანეთის ჩემპიონატში აღმოჩნდეს.
როგორც Marca იტყობინება, ამ მოთამაშით "ბარსელონა" ინტერესდება, რომელიც მას ფილიპე კოუტინიოს ალტერნატიულ ვარიანტად განიხილავს.
აღინიშნება, რომ კატალონიური კლუბის სპორტული დირექტორი, რობერტ ფერნანდესი "ლიონისა" და "ევერტონის" დაპირისპირებას დაესწრო და ფეკირის ასპარეზობით კმაყოფილი დარჩა.
მიმდინარე სეზონში, 24 წლის ფრანგმა ფეხბურთელმა ყველა ტურნირის ჩათვლით 15 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 12 გოლი და გააკეთა 3 საგოლე გადაცემა.
"ლიონთან" მისი კონტრაქტი 2020 წლამდეა გათვლილი, ხოლო სატრანსფერო ფასი 20 მილიონ ევროდ ფასდება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]