ვილია:''მე ორი გოლი გავიტანე, მაგრამ მეტიც შემიძლია"

ვილია:''მე ორი გოლი გავიტანე, მაგრამ მეტიც შემიძლია"

დავიდ ვილიამ კატალონიურ გამოცემა ''sport''-თან ისაუბრა, სადაც კომენტარი გააკეთა თავის ამჟამინდელ მდგომარეობაზე გუმდში: ''დღესდღეობით ნამდვილად არ ვარ ბომბარდირი, მაგრამ ეს ყველაფერი მალე შეიცვლება. მე მსიამოვნებს,''ბარსელონას'' დახმარება ტიტულების მოპოვებაში, ეს ჩემთვის დიდი პატივია''. ''ელ გუახეს'' კითხვა დაუსვეს ''სევილიასთან'' გაფორმებულ დუბლთან დაკავშირებით: ''დიახ, მე გავიტანე ორი გოლი, მაგრამ ეს საკმარისი არაა, გაცილებით მეტის გატანა შემიძლია და დადგება დრო, როდესაც ამას აუცილებლად გავაკეთებ. ბედნიერი ვარ, რომ მოვხვდი ამ გუნდში. მსიამოვნებს იმ საქმის კეთება რასაც ვაკეთებ, თუმცა მინდა უფრო მეტს მივაღწიო".

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.