ტერ შტეგენს შანსი აქვს, გერმანიის ნაკრების ძირითადი მეკარე გახდეს
უკვე რამდენიმე წელია, გერმანიის საფეხბურთო ნაკრების კარს მანუელ ნოიერი იცავს და ძირითადი მეკარის სტატუსის დაკარგვის საფრთხე მას აქამდე არ ჰქონია.
თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ნოიერი აპრილში მიღებულ ტრავმას ჯერ კიდევ იშუშებს და ამასობაში საუკეთესო ფორმაშია "ბარსელონას" კიპერი, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, შესაძლოა, ის მოხდეს, რისი წარმოდგენაც თუნდაც ერთი წლის წინ გაგვიჭირდებოდა.
ტერ შტეგენმა მიმდინარე სეზონი საუცხოოდ დაიწყო. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ჩატარებული მატჩები "ალავესის", "ატლეტიკოსა" და ბილბაოს "ატლეტიკის" წინააღმდეგ. ამ უკანასკნელში გერმანელი მატჩის გმირადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ. საინტერესოა, რომ მარკი ბოლო დროს ფეხით თამაშის და წინ გამოსვლისას შეცდომებსაც აღარ უშვებს, რაც საკმაოდ ხშირი იყო წინა სეზონებში.
რა თქმა უნდა, მისი ასეთი თამაში შეუმჩნეველი არ რჩება გერმანელთა მთავარი მწვრთნელის, იოახიმ ლიოვისთვისაც, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატის წინ სერიოზულად მოუწევს დაფიქრება - დატოვოს გამოცდილი, 31 წლის ნოიერი ძირითად მეკარედ თუ შედარებით ახალგაზრდა, მაგრამ ასევე საკმაოდ გამოცდილ ტერ შტეგენს მისცეს შანსი.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]