ლიოვი ტერ შტეგენზე: მარკი შანსს მიიღებს
გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იოახიმ ლიოვმა განაცხადა, რომ "ბარსელონას" მეკარეს, მარკ-ანდრე ტერ შტეგენს მიეცემა შანსი, რათა ეროვნული გუნდის ძირითადი გოლკიპერი გახდეს.
"ტერ შტეგენის სიტყვები გერმანიის ნაკრების პირველ მეკარედ ყოფნის სურვილზე სავსებით ნორმალურია. მას მანუელ ნოიერისთვის ან სამწვრთნელო შტაბისთვის ზიანის მიყენება არ უცდია. მარკმა თავისი ამბიციები ჩამოაყალიბა და აბსოლუტურად მართალი იყო, ვინაიდან ბოლო წლებში ის შესანიშნავ შედეგებს აჩვენებს.
მოხარულები ვართ, რომ გერმანიის ნაკრებში ორი მსოფლიო დონის მეკარეა. გასულ წელს მე ვთქვი, რომ ნოიერი კვლავ ნაკრების ძირითადი მეკარე იქნებოდა, რადგანაც ის ჩვენი კაპიტანია. მაგრამ ამ წელს პატარა გადატვირთვა იქნება. მარკი ევრო 2020-ის შესარჩევ ეტაპზე შანსს მიიღებს." - ციტირებს ლიოვის სიტყვებს Goal.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 14 ]