"ბარსელონა" მესისთვის უვადო კონტრაქტზე მუშაობს
"ბარსელონა" გეგმავს, რომ ლიონელ მესის უვადო კონტრაქტი შესთავაზოს, იტყობინება Mundo Deportivo.
წყაროს ინფორმაციით, მხარეებმა უკვე გაახანგრძლივეს ხელშეკრულება 2021 წლამდე, თუმცა ამაზე ოფიციალურად ჯერ არ ცხადდება.
მიუხედავად ამისა, კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არგენტინელი "ბარსელონაში" კარიერის ბოლომდე დარჩება. შეთანხმების პირობებზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს.
თავად მესი "ბარსადან" წასვლით არასდროს ყოფილა დაინტერესებული და სხვა გუნდების შეთავაზებები არ განუხილავს.
შეგახსენებთ, რომ წინა თვეში "ბარსელონამ" ანდრეს ინიესტასთან უვადო კონტრაქტი გააფორმა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]