"ბარსელონა" მესის უვადო კონტრაქტს შესთავაზებს

"ბარსელონა" მესის უვადო კონტრაქტს შესთავაზებს

"ბარსელონას" ხელმძღვანელობა აპირებს, რომ კლუბის ლიდერს, ლიონელ მესის უვადო კონტრაქტი შესთავაზოს, იტყობინება Mundo Deportivo.

32 წლის თავდამსხმელის ამჟამინდელი კონტრაქტი 2021 წლამდე მოქმედებს. ხელშეკრულებაში დევს პუნქტი, რაც კიდევ ერთი წლით გახანგრძლივებას გულისხმობს, თუმცა "ლურჯ-ბროწეულისფერებს" სურთ, რომ არგენტინელს უვადო კონტრაქტი შესთავაზონ, რომელიც მის სათამაშო კარიერის დასრულებამდე იმოქმედებს.

გუნდის კაპიტანმა კი არაერთხელ განაცხადა, რომ მზადაა "ბლაუგრანას" ღირსება მთელი ცხოვრება დაიცვას და ბედნიერად დაასრულოს კარიერა სწორედ "ბარსელონაში".

ადრე ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსელონა" მესის 2023 წლამდე გაუხანგრძლივებს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 27 ივლისი 2019 23:06
    2
    ციტატა: გიგა
    და ბოლოს ათი ნომერი ამოიღონ

    ბარცელონა უდიდესი კლუბია და ლალიგაში 25 ნომრამდეა გათვალისწინებული ამიტომ არ ამოიღებს ნომერს. მესსი ბარცელონამ დააფასა იმით რომ გარისკა ჩამოიყვანა პატარა ბიჭი რომელიც ჯუჯა იყო გაზარდა ახლა უდიდეს ხელფას უხდის მოაგებინა 5 ოქროს ბურთი ისტორიაში შეიყვანა როგორც მსოფლიოში ერთ ერთი საუკეთესო (ჩემთვის საუკეთესო) მაგრამ ნომრის ამოღება ზედმეტია :)) მთავარია ღირსეული კაცი მოიყვანონ ვინც ამ ტვირთს 10 ნომერს აიღებს და მესსის 50% მაინც გააკეთებს გუნდისთვის
    --------------------
    5:0
    Messi 600
    #20 Cule from 2002
    Culé [?]
    #2 27 ივლისი 2019 12:35
    10
    სანამ ფეხზე სიარულს შეძლებს უნდა ითამაშოს მაინც უკონკურენტო იქნება
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 27 ივლისი 2019 12:30
    16
    და ბოლოს ათი ნომერი ამოიღონ
    --------------------
    ნამდვილი ფეხბურთი აცელილია თანამედროვეობას, მარტივია გამოსაცნობად თუ რა უშლის ხელს ამას... სამწუხაროა...