"ბარსელონას" კონკურენტები გამოუჩნდნენ
"ატლეტიკოს" თავდამსხმელს, ანტუან გრიზმანს, რომლითაც "ბარსელონა" აქტიურად ინტერესდება, თვალი "მანჩესტერ იუნაიტედმა" და "მანჩესტერ სიტიმაც" დაადგეს. ამ ინფორმაციას Sport ავრცელებს.
როგორც ცნობილია, "ბარსელონა" ზაფხულში გრიზმანის 100 მილიონ ევროდ გამოსყიდვას გეგმავს.
კატალონიური წყაროს ცნობით, ინგლისური კლუბები მზად არიან კატალონიელებს კონკურენცია გაუწიონ და 26 წლის ფეხბურთელს უკვე დაუკავშირდნენ. ამასთანავე, არაა გამორიცხული გრზიმანისთვის ბრძოლაში "ბაიერნიც" ჩაერთოს.
თავად ფრანგმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას 2018 წლის მარტამდე არ აპირებს.
გრზიმანმა პრიმერას მიმდინარე გათამაშებაში 9 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]