"ბარსელონა" თურანის გასაშვებად მზადაა
AS-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონა" არდა თურანთან განშორებას აპირებს.
წყაროს ცნობით, კატალონიური კლუბის სამწვრთნელო შტაბი 30 წლის ნახევარცველზე იმედებს აღარ ამყარებს და მის გასაშვებად მზადაა. თუმცა, კატალონელებს ფეხბურთელზე ჯერ არანაირი შეთავაზება არ მიუღიათ.
გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსელონას" თურანის გაყიდვა დაახლოებით 35 მილიონ ევროდ უნდა. საქმე ისაა, რომ კლუბს სურს, თურქ ფეხბურთელში 2015 წელს გადახდილი 34 მილიონი ევრო ამოიღოს.
თურანს მიმდინარე სეზონში არცერთი მატჩი არ ჩაუტრებია. მას კატალონიურ კლუბთან კონტრაქტი 2020 წელს ეწურება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]