დე ლიგტი: "ბარსელონა" მისი ლამაზი თამაშის გამო მიყვარს

დე ლიგტი: "ბარსელონა" მისი ლამაზი თამაშის გამო მიყვარს

"ბარსელონას" ერთ-ერთი სამიზნე, "აიაქსის" ახალგაზრდა მცველი მატეის დე ლიგტი აცხადებს, რომ "ბარსა" მის ფავორიტ კლუბებს შორის შედის.

"ჩემი საყვარელი ესპანური კლუბი? ლამაზი ფეხბურთისა და "აიაქსთან" კავშირების გამო, "ბარსელონა" მიყვარს.

ბოლო დროს, პრესაში ბევრი რამე დაიწერა. დიდი კლუბების ინტერესი ყველა ფეხბურთელზე მოქმედებს და გამონაკლისი არც მე ვარ. თუმცა, ვცდილობ, სიმშვიდე შევინარჩუნო.

"აიაქსის" ფეხბურთელი ვარ და აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ." - ციტირებს დე ლიგტის სიტყვებს Mundo Deportivo.

გავრცელებული ინფორმაციით, ერნესტო ვალვერდეს 18 წლის ცენტრალური მცველის უკვე იანვარში შეძენა სურს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    [?]
    #2 19 ნოემბერი 2017 02:59
    0
    დღეს გადუბლა ბიჭმა :D მოსაყვანია რა. მიეცით ვერმაელენიც, დაუბრუნეთ აიაქსს. მაგ დონეზე კი ითამაშებს ვერმა. მაგაზე უკეთEს გუნდს ვერ ნახავს. სტაბილური სათამაშო დრო ექნება თუ იანვარშივე წავა. და ნაკრებში გამოძახების მეტი შანსი. აიაქსი კიდე ბევრ დროს არ დაკარგავს დე ლიგტის შემცვლელის ძიებაში. კარგი გარიგებაა ორივესთვის. ვერმას დაუმატეტ 20-25 ლიმონი და მოვა. თორე თავის დროზე აიაქსიდან ვერტონგენიც ვერ ვიყიდეთ, ალდერვეირელდიც და სანჩესიც. პირველი ორი კი იქცა ტოპ მცველად და სანჩესიც მალე გახდება მაღალი დონის.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 19 ნოემბერი 2017 01:58
    0
    ბართომეუ, ჰა, გეუბნება, რომ გადმოსვლა მინდაო :დ მოიმოქმედე რამე, ან ცოტა მეტი ფული შესთავაზე და ეგ არის.
    --------------------
    GRACIES JOHAN...