სერხიო ბუსკეტსი კარლეს რეშაკს გაუთანაბრდა
"ბარსელონას" ერთ-ერთი ლიდერი სერხიო ბუსკეტსი კატალონიური კლუბის მე-8 ფეხბრთელი გახდა, რომელმაც 450 ოფიციალური თამაშის ჩატარება მოახერხა.
"ლეგანესთან" გამართული შეხვედრა, ბუსკეტსისთვის, სწორედ 450-ე იყო და ის კარლეს რეშაკს გაუთანაბრდა.
"ბარსელონას" პირველ გუნდში ბუსკეტსის დებიუტი 2008 წლის 13 სექტემბერს, 20 წლის ასაკში, ლა ლიგაში "რასინგთან" გამართულ შეხვედრაში (1:1) შედგა. მას შემდეგ, კატალონიელ საყრდენ ნახევარმცველს ასეთი შედეგები აქვს: ლა ლიგა - 292 თამაში, 7 გოლი; ჩემპიონთა ლიგა - 88 თამაში, 4 გოლი; ესპანეთის თასი - 49 თამაში, 1 გოლი; ესპანეთის სუპერ თასი - 13 თამაში, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი - 5 თამაში, 1 გოლი; ევროპის სუპერ თასი - 3 თამაში.
"ბარსელონას" პირველი გუნდის მაისურით ჩატარებული მატჩების მხრივ საუკეთესოების ჩამონათვალი ასეთია:
- ჩავი ერნანდესი: 767
- ანდრეს ინიესტა: 644
- ლიონელ მესი: 601
- კარლეს პუიოლი: 593
- მიგელი: 549
- ვიქტორ ვალდესი: 535
- სერხიო ბუსკეტსი: 450
- აკრლეს რეშაკი: 450
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]