"იუვენტუსი"-"ბარსელონა" - ერნესტო ვალვერდე მატჩის წინ

"იუვენტუსი"-"ბარსელონა" - ერნესტო ვალვერდე მატჩის წინ

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ, "იუვენტუსთან" ჩემპიონთა ლიგაზე გასამართი მატჩის წინ, პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

"ვფიქრობ, საუკეთესო "იუვენტუსს" ვიხილავთ. ტურინელები, საკუთარ მოედანზე, ძალიან სახიფათონი არიან. ისინი, გულშემატკივრების მხარდაჭერას კარგად იყენებენ. "იუვენტუსი" ბევრ მომენტს ქმნის და ამ გუნდს მოგება სჭირდება. რთული შეხვედრა გველის, მაგრამ ჩვენც ბოლომდე დავიხარჯებით.

"იუვე" ეცდება, კვირას "სამპდორიასთან" მარცხის შემდეგ, განწყობა რაც შეიძლება სწრაფად გამოისწოროს. ჩვენ კი შევეცდებით, მეტოქეზე მეტი საგოლე მომენტი შევქმნათ და მეტი გავიტანოთ.

საინტერესო დაპირისპირება გველის. ორივე გუნდს ბურთით თამაში უყვარს.

დიბალა? "იუვენტუსს" ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი ჰყავს: პიანიჩი, იგუაინი, კუადრადო... დაცვაში კარგად უნდა ვითამაშოთ.

ჩემპიონთა ლიგაზე მოგება? ჯერჯერობით, მხოლოდ ჯგუფუდან გასვლაზე ვფიქრობ." - ციტირებს ვალვერდეს სიტყვებს UEFA-ს ოფიციალური ვებგვერდი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 22 ნოემბერი 2017 01:40
    0
    შენი იმედი მაქვს ვალვერ :3
    --------------------
    GRACIES JOHAN...
    Culé [?]
    #3 22 ნოემბერი 2017 01:09
    0
    აა ბიჯო გოლები და მოსწრება საღოლ გამისწორე დავარტყის
    seergio ramos.4
    სტუმარი [?]
    #2 22 ნოემბერი 2017 01:01
    0
    ციტატა: publius kornelius
    ციტატა: Kulle
    ციტატა: ѕυperѕтαr
    benzemam dubli sheasrula galaktikas saprtxe emuqreba imedia gadavrchebit

    დდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდ

    ბენზო ბენზო დუბლი დუბლი

    Da nachomac, meored mosvla daiwyo smile

    Nachom sheahdo cudadaa msoflios saqme

    ნაჩოს რას ერჩი მაგას რა გოლიც Aქვს გატანილი ეგეთი გოლი ბერვს არ აქვს ვერმაელენს რო გაეტანა კიდე მესმის მეორედ მოსვლა მარა რა ნაჩO მშვენიერი ზამენაა
    Leo22
    სტუმარი [?]
    #1 22 ნოემბერი 2017 00:41
    0
    ოხ ვალოდია შენი ძალათ .წვრთნელობა გადაშენდა :დდდდდდდდ