ვალვერდეს სარკასტული პასუხი ჟურნალისტს
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა "ლიონთან" მატჩის წინ, პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების დასმულ კითხვებს უპასუხა. ერთ-ერთ მათგანზე კი მან ძალიან საინტერესო პასუხი გასცა.
ჟურნალისტმა "ბარსელონა" დაცვითი ფეხბურთის თამაშში დაადანაშაულა, რაზეც ვალვერდემ ასეთი პასუხი გასცა: "კითხვა ვერ გავიგე, დაცვით ფეხბურთზე საუბრობთ, ამას ჩვენზე ამბობთ თუ "ლიონზე"? - უპასუხა მან სარკასტულად. "ჩვენზე? დიახ, რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან დაცვითი გუნდი ვართ. ჩვენ შევეცდებით დაცვაში ჩავჯდეთ და არ მივცეთ მათ საშუალება, რომ გაიტანონ. თუ გაგვიმართლებს, შეიძლება გოლი ჩვენც გავიტანოთ." - განაცხადა ერნესტო ვალვერდემ.
შეგახსენებთ,რომ "ბარსელონასა" და "ლიონს" შორის პირველი შეხვედრა 0:0 დასრულდა. მეორე და გადამწყვეტი დაპირისპირება დღეს, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]