ამორი მესის გამოსასყიდ თანხაზე: ნეიმარის ტრანსფერის შემდეგ, თავის დაცვა მოგვიწია

ამორი მესის გამოსასყიდ თანხაზე: ნეიმარის ტრანსფერის შემდეგ, თავის დაცვა მოგვიწია

"ბარსელონას" ყოფილი ნახევარმცველი, გილერმო ამორი მესის კონტრაქტის სიახლეს გამოეხმაურა. შეგახსენებთ, რომ არგენტინელის ახალი ხელშეკრულება 2021 წლამდეა ვადაში, მისი გამოსასყიდი თანხა კი 700 მილიონ ევროს შეადგენს.

"არ გვინერვიულია, რადგან მესი "ბარსელონაში" თავს ყოველთვის კომფორტულად გრძნობდა. ყველას სურს, რომ არგენტინელმა ბუცები ლურსმანზე სწორედ ჩვენ კლუბში ჩამოკიდოს, რაც მის სურვილებს შეესაბამება.

ყველა მის გამოსასყიდ თანხაზე საუბრობს. ნეიმარის ისტორიის შემდეგ, თავის დაცვა მოგვიწია."-ამბობს ამორი.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარი პსჟ-ს 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 27 ნოემბერი 2017 15:04
    0
    700 მილიონი მართლაც ასტრონომიული თანხაა :დ თითქმის მილიარდი. რა ხდება ფეხბურთში, წარმოგიდგენიათ?
    --------------------
    GRACIES JOHAN...