დენის სუარესი: ვცდილობ, მოედანზე შანსები მაქსიმალურად გამოვიყენო
"ბარსელონას" ახალგაზრდა ნახევარმცველი, დენის სუარესი "მურსიასთან" თამაშის შემდეგ საკუთარი და თავისი თანაგუნდელების გამოსვლით კმაყოფილია. მან ერთი გოლი გაიტანა და ერთის გატანაშიც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
"ყველამ კარგად ვითამაშეთ და ამით გახარებული ვარ. რაც შემეხება მე, ყოველთვის ვცდილობ ბევრი შანსი შემექმნას და მაქსიმალურად გამოვიყენო ისინი, ასევე, მქონდეს უფრო მეტი სათამაშო დრო. ჩემი ახლანდელი გამოსვლით კმაყოფილი ვარ და იმედი მაქვს, ასე გავაგრძელებ.
კარგია ისიც, რომ მატჩში მონაწილეობა სარეზერვო გუნდის ფეხბურთელებმაც მიიღეს. თავიდან, ისინი ცოტას ნერვიულობდნენ, მაგრამ თამაშის მიმდინარეობისას ვამხნევებდით და საბოლოოდ ყველაფერი მშვენივრად გამოუვიდათ. მათთვის ეს სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯია." - აცხადებს სუარესი.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]