"მონაკო" და ჩინური კლუბი თურანით დაინტერესდნენ

"მონაკო" და ჩინური კლუბი თურანით დაინტერესდნენ

"მონაკომ" თვალი "ბარსელონას" ნახევარმცველს, არდა თურანს დაადგა. ამ ინფორმაციას კატალონიური Mundo Deportivo ავრცელებს.

წყაროს მიერ გავრცელებული ცნობებით, თურანის შეძენა ერთ-ერთ ჩინურ კლუბსაც უნდა, რომლის ვინაობა ცნობილი არაა. ჩინეთში 30 წლის ნახევარცველით ზაფხულში უკვე ინტერესდებოდნენ, თუმცა თურქი ფეხბურთელი კატალონიურ გრანდში დარჩა.

როგორც ცნობილი ხდება, "ბარსელონას" ხელმძღვანელობა, სავარაუდოდ, თურანის გაყიდვის საკითხს უახლოეს კვირებში მიუბრუნდება.

თურანი "ბარსას" მთავარი მწვრთნელის, ერნესტო ვალვერდეს ნდობით ვეღარ სარგებლობს. თურქ ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში ესპანეთის ჩემპიონატში არცერთ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    pexnicheki123
    სტუმარი [?]
    #1 3 დეკემბერი 2017 12:46
    0
    monakoshi gaushvit 30 milionad