ევროპის ტოპ-5 ჩემპიონატში წაუგებელი მხოლოდ 4 გუნდი დარჩა
დასასრულს მიუახლოვდა მორიგი საფეხბურთო კვირაც, ევროპის ტოპ-5 ჩემპიონატში თითქმის ყველა შეხვედრა დასრულდა.
საინტერესო ფაქტია, რომ ევროპის აღნიშნული მასშტაბით მხოლოდ 4 წაუგებელი კლუბი დარჩა, ესენია - "ბარსელონა" (ესპანეთი), "მანჩესტერ სიტი" (ინგლისი), "ინტერი" (იტალია) და "ატლეტიკო" (ესპანეთი). აღსანიშნავია, რომ ლა ლიგას, პრემიერლიგას და სერია ა-ს ლოგიკურად სწორედ ეს გუნდები ლიდერობენ.
ესპანეთის ჩემპიონატში "ბარსელონასთან" ერთად ამ მწვერვალზე მყოფმა "ვალენსიამ" დღეს მოულოდნელი მარცხი იწვია "ხეტაფესთან". საფრანგეთში კი "პარის სენ-ჟერმენი" გუშინ "სტრასბურგთან" დამარცხდა.
აქვე შეგახსენებთ, რომ პორტუგალიის ჩემპიონატის ლიდერები - "პორტუ" და "სპორტინგი" ასევე წაუგებელი სერიით ასპარეზობენ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]