"ბარსელონა" "რეალს" საჩემპიონო კორიდორს არ მოუწყობს
"ბარსელონას" დირექტორი გილერმო ამორი აცხადებს, რომ მისი კლუბი არ აპირებს, 23 დეკემბერს, მადრიდის "რეალს", საჩემპიონო კორიდორი მოუწყოს.
2 დღის წინ, "რეალმა" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო. მადრიდელთა ლიდერმა, კრიშტიანუ რონალდუმ იმედი გამოთქვა, რომ "ბარსელონა" მის გუნდს კორიდორს მოუწყობდა, მაგრამ როგორც ჩანს, პორტუგალიელი იმედგაცრუებული დარჩება.
"რეალს" ვულოცავთ, მაგრამ გვსურს ხაზი ერთ რამეს გავუსვათ: საჩემპიონო კორიდორს მხოლოდ იმ ტურნირების გამარჯვებულებს ვუკეთებთ, რომლებშიც "ბარსელონაც" მონაწილეობს." - ციტირებს გილერმო ამორის სიტყვებს AS.
ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა ერნესტო ვალვერდემაც: "თამაშამდე კიდევ ერთი კვირაა დარჩენილი. ამ საკითხზე არ მიფიქრია. სიტუაცია ცოტათი უცნაურია."
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]