ლიონელ მესი: წლის "კლასიკოს" მოგებით დასრულება კარგი იქნებოდა
"ბარსელონას" ლიდერი ლიონელ მესი 23 დეკემბერს გასამართ "ელ კლასიკოზე" კომენტარს აკეთებს.
"ამ მატჩის მოგება გვინდა, რადგან ეს ჩვენთვის და "რეალისთვისაც" ბევრს ნიშნავს. გარდა ამისა, თუ მოვიგებთ, მნიშვნელოვან უპირატესობას მოვიპოვებთ, თუმცა წინ ჯერ კიდევ ბევრი თამაშია დარჩენილი. "სანტიაგო ბერნაბეუზე" თამაში ყოველთვის რაღაც განსაკუთრებულია. წლის მოგებით დასრულება და შობის მხიარული განწყობით გატარება კარგი იქნებოდა", - ციტირებს მესის სიტყვებს Mundo Deportivo.
ამჟამად, "ბარსელონა" პრიმერას სატურნირო ცხრილში 42 ქულით პირველ ადგილს იკავებს, "რეალი" კი 31 ქულით მეოთხეა, თუმცა მადრიდულ კლუბს რეზერვში ერთი მატჩი აქვს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]