ედინსონ კავანი მესისა და რონალდუს დაეწია

ედინსონ კავანი მესისა და რონალდუს დაეწია

პსჟ-ს ფორვარდმა, ედინსონ კავანიმ "კაენის" წინააღმდეგ მატჩში (3:1), მიმდინარე წელს თავისი 53-ე გოლი გაიტანა.

ურუგვაელი 2017 წელს გატანილი გოლების რაოდენობით ლიონელ მესისთან, კრიშტიანუ რონალდუსა და რობერტ ლევანდოვსკითან ერთად პირველ ადგილზე იმყოფება.

კავანი და ლევანდოვსკისთვის ეს წელი დასრულებულია, მესისა და რონალდუს კი პირველი ადგილის დაკავების შანსი ურთიერთშეხვედრაში ექნებათ - "23 დეკემბერს" "სანტიაგო ბერნაბეუზე".

კონკურენტად შეიძლება ჩაითვალოს ჰარი კეინიც, რომლის აქტივში 50 გოლია. ინგლისელ ფორვარდს კიდევ 2 მატჩი დარჩა ჩასატარებელი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.