მაიკლ ოუენის "კლასიკო XI"
ინგლისელმა ყოფილმა ფეხბურთელმა, მაიკლ ოუენმა "ბარსელონასა" და "რეალის" ფეხბურთელებისგან შემდგარი თერთმეტეული დაასახელა, რომელშიც 6 კატალონიური, 5 კი მადრიდული გრანდის ყოფილი და მოქმედი ფეხბურთელი მოხვდა.
მისი შერჩეული შემადგენლობა ასეთია: იკერ კასილასი, კარლეს პუიოლი, სერხიო რამოსი, რობერტო კარლოსი, მიხაელ ლაუდრუპი, ზინედინ ზიდანი, იოჰან კრუიფი, ანდრეს ინიესტა, ლიონელ მესი, კრიშტიანუ რონალდუ, დიეგო მარადონა.
ოუენი "კლასიკოს" გუნდებიდან "რეალში", 2004/05 წლების სეზონში გამოდიოდა, უფრო დიდი დრო კი მას ინგლისურ კლუბებში აქვს გატარებული, მათ შორის "ლივერპულში", "მანჩესტერ იუნაიტედში" და "ნიუკასლში".
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]