ემილიო ბუტრაგენიო: "ბარსელონამ" დაგვსაჯა

ემილიო ბუტრაგენიო: "ბარსელონამ" დაგვსაჯა

მადრიდის "რეალის" ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამინდელი დირექტორი ემილიო ბუტრაგენიო შაბათს გამართულ "ელ კლასიკოზე" საუბრობს და აცხადებს, რომ დიდი ჩამორჩენის მიუხედავად, მისი კლუბი ჩემპიონობისთვის ბრძოლას არ წყვეტს.

"გუნდებს შორის სხვაობა ნამდვილად სერიოზულია, მაგრამ ჩვენი კლუბის ემბლება ბოლომდე ბრძოლას გვაიძულებს. წინ კიდევ ბევრი მატჩია. საჩემპიონო ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა.

პირველი ტაიმი თანაბარი გამოვიდა. შესაძლოა, ცოტათი უკეთ ჩვენ გამოვიყურებოდით, რადგან უფრო მეტი მომენტი გვქონდა. ისე ჩანდა, რომ რომელი გუნდიც ანგარიშს გახსნიდა, დიდ უპირატესობას მოიპოვებდა.

"ბარსელონამ" პირველი ტაიმი აქტიურად დაიწყო და დაცვაში დაშვებული შეცდომისთვის დაგვსაჯა. ამის შემდეგ, კატალონიელები თავს უფრო კომფორტულად გრძნობდნენ.

როდესაც "რეალი" მოედანზე 10 კაცით დარჩა, მისია ფაქტობრივად შეუსრულებელი გახდა. ამის მიუხედავად, სხვაობის შემცირება შეგვეძლო. ეს შანსი რომ გამოგვეყენებინა, შესაძლოა, მოვლენები სხვაგვარად განვითარებულიყო." - ციტირებს ბუტრაგენიოს სიტყვებს Marca.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    HORUS
    სტუმარი [?]
    #4 26 დეკემბერი 2017 14:33
    0
    აგერ ერთი ახალიცც მოვედი :) ამსაიტსს თვალსს ვადევნებ შექმნისს დღიდან :) რაც შეეხებაა კატალონიურ სულიაკვეთებას, 13 წელიააა ერთად მოვდივართ :) და უსასრულობამდე ერთად ვივლით...
    Fc-
    სტუმარი [?]
    #3 25 დეკემბერი 2017 13:44
    0
    0-3გამოვიცანი შედეგი მარა ატლემ გამისხა 1300ვიგებდი
    Sergi roberto20 10
    სტუმარი [?]
    #2 25 დეკემბერი 2017 13:18
    0
    ციტატა: ani-barca10
    ციტატა: Victor Moses
    ბარსელონამ მოუგო, რეალს თავისივე სტადიონზე სამით ნოლი, თან ისე რომ რეალმა გოლიც ვერ გაიტანა, პლიუს ნახევარი გუნდი ტრამვირებული ყავდა ბარსას, დებელე არ იყო არც უმტიტი და მაინც ამხელა ანგარიშით მოიგო ბარსამ, მაგას დასჯა კი არა უკვე დაჯმა ქვია,

    joy

    საღოლ 100% იანი ხარ smile
    Culé [?]
    #1 25 დეკემბერი 2017 11:00
    0
    Ise rom.yopiliyo da ase rom yopiliyo