გილემ ბალაგე: "ლივერპულმა" პოზიცია შეიცვალა
ცნობილი ესპანელი ჟურნალისტი გილემ ბალაგე ფილიპე კოუტინიოს "ბარსელონაში" შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით მორიგ კომენტარს აკეთებს.
ცოტა ხნის წინ ბალაგემ განაცხადა, რომ "ლივერპულის" პოზიცია უცვლელი იყო და ინგლისელები ბრაზილიელის კატალონიაში გაშვებას არ აპირებდნენ. ბალაგეს ცნობით, სიტუაცია შეიცვალა.
"კოუტინიო, "ევერტონთან" გასამართი სათასო დაპირისპირებისთვის, "მზად არ იქნება".
რაც შეეხება მის მომავალს - "ლივერპულმა" პოზიცია შეიცვალა და როგორც ჩანს, კლუბი ყველა შესაძლო ვარიანტს განიხილავს. განიხილება მისი ზამთარში გაყიდვის, ასევე შეთანხმების ახლა მიღწევისა და ზაფხულამდე შენარჩუნების საკითხი. ფეხბურთელის ტრანსფერზე უარი ბოლო ვარიანტად განიხილება.
თუმცა, "ლივერპულს" "ბარსელონასთან" შეთავაზება, ჯერჯერობით, არ მიუღია." - წერს ბალაგე საკუთარ Twitter-ზე.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]