ფილ ტომპსონი: რას მოიგებს კოუტინიო "ბარსელონაში" ზამთარში გადასვლით?
"ლივერპულის" ყოფილი კაპიტანი ფილ ტომპსონი მიიჩნევს, რომ მერსისაიდელთა აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ფილიპე კოუტინიო "ბარსელონაში" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გადასვლით დიდ სარგებელს ვერ ნახავს.
"ძნელი სათქმელია, რას მოიგებს კოუტინიო "ბარსელონაში" ზამთარში გადასვლით. ის ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს ვერ შეძლებს, პრიმერა დივიზიონი კატალონიელები ფაქტობრივად უკვე მოიგეს, სეზონის ბოლოს კი ფეხბურთელს მსოფლიო ჩემპიონატი ელის. არ ვარ დარწმუნებული, რომ ის ყველა შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში იქნება. ფილიპეს შეეძლო ზაფხულამდე "ლივერპულში" დარჩენილიყო და ჩემპიონთა ლიგაზე ეთამაშა." - განაცხადა ტომპსონმა Sky Sports-ის ეთერში.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]