სუარესი და კოუტინიო - კვლავ ერთად

სუარესი და კოუტინიო - კვლავ ერთად

ფილიპე კოუტინიო და ლუის სუარესი 3-ნახევარი წლის შემდეგ კვლავ ერთად ითამაშებენ, მაგრამ ამჯერად არა "ლივერპულში", არამედ "ბარსელონაში".

ბრაზილიელმა და ურუგვაელმა ერთად "ენფილდზე" 18 თვე გაატარეს და 2013/2014 წლების სეზონში "ლივერპულის" გულშემატკივრებს თავი შთამბეჭდავი სეზონით დაამახსოვრეს.

აღნიშნულ სეზონში ლუის სუარესმა და ფილიპე კოუტინიომ ერთად 36 მატჩში ითამაშეს, 33 პრემიერ ლიგაში ხოლო 3 FA თასზე. ეს ის სეზონია, როდესაც ურუგვაელმა 31 გოლის გატანა მოახერხა და ოქროს ბუცს დაეუფლა.

კოუტინიოსა და სუარესთან ერთად "ლივერპულმა" პრემიერ ლიგის არსებობის მანძილზე საუკეთესო შედეგი დააფიქსირა, 84 ქულით მე-2 ადგილზე გავიდა და მხოლოდ 2-ით ჩამორჩა ჩემპიონ "მანჩესტერ სიტის".

ახლა კი მათ შანსი აქვთ "ბარსელონას" გულშემატკივრები ერთად გაახარონ, უფრო მეტად ვიდრე ეს "სქაუზერები" "ლივერპულში" ყოფნისას.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    hOgYNWA
    სტუმარი [?]
    #2 7 იანვარი 2018 20:39
    0
    ციტატა: BlauGrana_DS
    კულეებო, ყველას გილოცავთ შობა ახალი წლისათვის მორთმეულ ძვირფას საჩუქარს-კოუს!
    ერთი ნახეთ ყანა yლივერპულის გოიმი ფანების ბანძი საიტი როგორ იცენზურებს დედას :
    http://liverpoolfc.ge/index.php?newsid=11913
    http://liverpoolfc.ge/index.php?newsid=11910

    რა გინდა ვაჟკაც არ გიყვარს საკუთარი თავი?
    Dato112
    სტუმარი [?]
    #1 7 იანვარი 2018 17:24
    0
    Aba Ra kou da sua ertad au Wels magari gundigvyavs gavkari neymars