"ნაპოლის" დეულოფეუ სურს, დეულოფეუს - "ინტერი"

"ნაპოლის" დეულოფეუ სურს, დეულოფეუს - "ინტერი"

Football Italia-ს ცნობით, ჟერარ დეულოფეუს ტრანსფერთან დაკავშირებით "ბარსელონასთან" მოლარაპაკებები "ნაპოლიმაც" დაიწყო, მაგრამ თუ Sky Sport Italia-ს დავუჯერებთ, ფეხბურთელს კარიერის მილანის "ინტერში" გაგრძელება სურს.

ცნობილია, რომ "ინტერი" დეულოფეუს იჯარით აყვანითაა დაინტერსებული. კატალონიელებს ფეხბურთელის გაყიდვა სურთ და შესაძლოა, სწორედ ამიტომ, მილანური კლუბი "ბარსას" მეორე ფეხბურთელზე, რაფინია ალკანტარაზე გადაერთო. მანამდე კი, "ნერაძურიმ" თავად დეულოფეუს დაინტერესება მოასწრო.

იტალიური პრესის ცნობით, "ნაპოლი" მზადაა "ბარსელონას" სურვილი დააკმაყოფილოს და ფეხბურთელი არა იჯარით აიყვანოს, არამედ იყიდოს. თუმცა, ამის წინააღმდეგი თავად 23 წლის შემტევია. მას იმავე ქალაქში სურს ცხოვრება, რომელშიც გასული სეზონის მეორე ნახევარი დაჰყო. შეგახსენებთ, რომ დეულოფეუ იჯარით "მილანში" თამაშობდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Johan_Cruyff
    სტუმარი [?]
    #5 10 იანვარი 2018 13:06
    0
    არტურ მელოზე რა ისმის? არ აპირებენ? ძალიან მაგარი ტრანსფერი იქნება, ეგ და რობერტო კაი ხანი გვემსახურებიან მომავალში, ტან არტური იმენა ხავის სტილია, მომენატრა ბარსაში მსგავსი სტილის მოთამაშე
    BOB MARLEY 13
    სტუმარი [?]
    #4 10 იანვარი 2018 12:59
    0
    გაუშვან ეს და ზამენაზე არნაისი დასვან ამის ნაცვლად bowtie
    Culé [?]
    #3 10 იანვარი 2018 12:01
    0
    ვინც მეტს მოგვცემს იმას მივცემთ მარტივი ლოგიკაა laughing laughing laughing
    RUBENI
    სტუმარი [?]
    #2 10 იანვარი 2018 11:34
    0
    ნაპოლიში ძირითადში ვერიქნება მარა შეცვლაზე შევა იქ მერტენსი ინსინიე და კალეხონს არავინ დასვამს სკამზე
    bagratichi
    სტუმარი [?]
    #1 10 იანვარი 2018 11:26
    0
    ატრაკებ ახლა შენ, გადადი სერია ა ს მოიგებ და სათამაშო დროც მეტი გექნებაა მეტი რაღა გინდა