10 ფაქტი "ბარსას" ისტორიაში პირველი კოლუმბიელის შესახებ
23 წლის კოლუმბიელი ცენტრალური მცველი იერი მინა "ბარსელონას" ფეხბურთელია. კატალონიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელის შესახებ 10 საინტერესო ფაქტს გვთავაზობს.
1. პირველი კოლუმბიელი
იერი მინა საკუთარი ქვეყნის პირველი წარმომადგენელი იქნება, რომელიც "ბარსელონას" მაისურით ოფიციალურ მატჩში ითამაშებს. 1964 წლის 24 ივნისს, კოლუმბიელმა ლაურო მოსკერამ, "ბარსელონას" ფორმით, "საბადელის" წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ მატჩში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ის კატალონიურ კლუბში ამის შემდეგ არ დარჩენილა.
2. დენის სუარესის თაობა
იერი მინა და დენის სუარესი ერთი თაობის წარმომადგენლები არიან. ორივე მათგანი 1994 წელს დაიბადა - სუარესი 6 იანვარს, ხოლო მინა 23 სექტემბერს.
3. დებიუტი ერონულ ნაკრებში
იერი მინას კოლუმბიის ეროვნულ ნაკრებში დებიუტი 2016 წლის 6 ოქტომბერს ჰქონდა, 5 დღის შემდეგ ურუგვაისთან გამართულ შეხვედრაში (2:2) კი მან სადებიუტო გოლი გაიტანა.
4. ყველაზე მაღალი "ბარსელონაში"
იერი მინა "ბარსელონას" ყველაზე მაღალი ფეხბურთელი იქნება. ის 195 სანტიმეტრი სიმაღლისაა. აქამდე ყველაზე მაღალი ფეხბურთელი ჟერარ პიკე (194) იყო, რომელსაც სერხიო ბუსკეტსი (189) და ანდრე გომეში (188) მოსდევენ.
5. მე-10 კოლუმბიელი ლა ლიგაში
მინა ლა ლიგის მე-10 კოლუმბიელი იქნება. ამჟამად, პრიმერა დივიზიონში კარლოს ბაკა ("ვილიარეალი"), ხუანხო ნარვაესი ("ბეტისი"), ლუის მურიელი ("სევილია"), დანიელ ტორესი ("ალავესი"), ჯეფერსონ ლერმა ("ლევანტე"), ჯეისონ მურილიო ("ვალენსია"), ბერნარდო ესპინოზა, იოჰან მოხიკა და მარლოს მორენო (სამივე "ჟირონა") თამაშობენ.
6. 4 განსხვავებული ნომერი
იერი მინას, კარიერის განმავლობაში, 4 სხვადასხვა ნომრით უთამაშია. "დეპორტივო პასტოში" ის 3 ნომრით თამაშობდა, 26 ნომრით "ინდეპენდიენტე სანტა ფესა" და "პალმეირასში", 13 ნომრით ასევე "პალმეირასში" და 16 ნომრთ კოლუმბიის ეროვნულ ნაკრებში.
7. იერი მინას ფონდი
ახალგაზრდა ფეხბურთელმა, 2016 წელს, კოლუმბიის ქალაქ გუეჩენეში საქველმოქმედო პროექტი დაიწყო, რომელიც 2000 ადამიანს ეხმარება.
8. მცველად გარდაქმნილი მეკარე
იერი მინამ ფეხბურთის თამაში მეკარის პოზიციაზე დაიწყო, რაც მისი ოჯახის ტრადიციაა, მაგრამ მოგვიანებით დაცვაში გადაინაცვლა. ამჟამად, ის მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემი მცველია.
9. მოგებული ტიტულები
მინას უკვე არაერთი ტიტული აქვს მოგებუილი. 2014 წელს ის კოლუმბიის ჩემპიონი გახდა, 2015 წელს - სუდამერიკანას თასის გამარჯვებული, ხოლო 2016 წელს - ბრაზილიის ჩემპიონი. 2016 წელს, კოპა ამერიკაზე, კოლუმბიასთან ერთად, მან მე-3 ადგილი დაიკავა.
10. ოჯახი და მეგობრები
მინას ცხოვრებაში ოჯახსა და მეგობრებს დიდი ადგილი უკავია. მოედანს მიღმა, დროის დიდ ნაწილს ის მათთან ერთად ატარებს და სურათებს სოციალურ ქსელში ათავსებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]