სახლი, სადაც ფილიპე კოუტინიო იცხოვრებს
კატალონიური Sport იმ სახლის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, სადაც "ბარსელონას" ბრაზილიელი ახალწვეული ფილიპე კოუტინიო იცხოვრებს.
სახლი ბარსელონადამ 20 კილომეტრში, მდიდრულ უბან კასტელდეფელსში მდებარეობს. ამავე უბანში ცხოვრობენ ლიონელ მესი და ლუის სუარესი.
ფილიპე კოუტინიო სესკ ფაბრეგასის ყოფილ სახლში იცხოვრებს. ამ სახლში, მცირე ხნით, ანდრე გომეში და ტომას ვერმალენი ცხოვრობდნენ.
უძრავი ქონების საერთო ფართი 750 კვადრატული მეტრია. სახლი რამდენიმე სართულზეა განლაგებული. ის აღჭურვილია ფიტნეს ცენტრით, საცურაო აუზითა და ლიფტით. კოუტინიოს ასევე ექნება დიდი ბაღი.
ცნობილია, რომ ეს სახლი კოუტინიოსთვის ლუის სუარესმა შეიძინა.




ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]