გილერმო ამორი: "სელტასთან" მატჩის პირველი ნახევარი საათი ფანტასტიკური იყო

გილერმო ამორი: "სელტასთან" მატჩის პირველი ნახევარი საათი ფანტასტიკური იყო

"ბარსელონას" დირექტორმა, გილერმო ამორმა მისი გუნდი "სელტასთან" მატჩის შემდეგ შეაფასა და ახალ შენაძენზე, იერი მინაზეც ისაუბრა.

"ფეხბურთელებმა ძალიან დაბალანსებულად ითამაშეს და ბევრი საგოლე მომენტი შექმნეს, პირველი ნახევარი საათი კი უბრალოდ ფანტასტიკური გამოდგა. ასეთი სათამაშო სტილი ძალიან მომწონს, მაშინაც კი, როცა ანგარიში 4-0 იყო, ჩვენ წინ მივიწევდით.

მინა ახლა იმიტომ გადმოვიდა, რომ ტექნიკურმა შტაბმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. ეს იმას ნიშნავს, რომ იანვარი მისი შეძენისთვის საუკეთესო დრო იყო. ახლა უნდა დაველოდოთ, რა მოხდება ხავიერ მასკერანოსთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში". - განაცხადა ამორმა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.