გილერმო ამორის უცნაური გადაწყვეტილება "ბარსას" ახალგაზრდულ გუნდთან დაკავშირებით

გილერმო ამორის უცნაური გადაწყვეტილება "ბარსას" ახალგაზრდულ გუნდთან დაკავშირებით

"ბარსელონას" საფეხბურთო აკადემიის დირექტორმა, გილერმო ამორმა თავი საკმაოდ უჩვეულო გადაწყვეტილებით გამოიჩინა.

Sport-ის ცნობით, ამორმა "ბარსელონას" "ჟუვენილ ბ"-ს 6 ფეხბურთელს აცნობა, რომ ისინი, მომდევნო სეზონიდან, კატალონიურ კლუბში აღარ ითამაშებენ.

რა არის ამაში უცნაური? ორი რამ: 1. სეზონი ჯერ არ დასრულებულება; 2. უჩვეულოა, როდესაც აკადემიის დირექტორი ფეხბურთელებს მსგავს ინფორმაციას პირადად აწვდის. განსაკუთრებით გასაკვირია ის, რომ ასეთი რამ არასრულწლოვან ფეხბურთელებთან დაკავშირებით მოხდა.

გილერმო ამორი თავადაც "ბარსელონას" სკოლის აღზრდილია. "ლა მასიაში" ის 8 წლის განმავლობაში ირიცხებოდა, შემდეგ კი, 10 წელი, "ბლაუგრანას" პირველ გუნდში თამაშობდა. ამის გათვალისწინებით, გასაკვირია, რომ ამორმა "ბარსასთვის" ასეთი უჩვეულო გადაწყვეტილება მიიღო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 29 მაისი 2019 00:28
    0
    ეს ხომ არ უბერავს ანგრევენ აკადემიას ეს შობელძაღლები
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Dantesa
    სტუმარი [?]
    #1 28 მაისი 2019 19:24
    2
    The Sun: Тьерри Анри будет ассистентом Роберто Мартинеса в случае его назначения на пост главного тренера Барселоны.