Marca-ს ინტერვიუ ივან რაკიტიჩთან
"ბარსელონას" ხორვატმა ნახევარმცველმა, ივან რაკიტიჩმა Marca-ს ჟურნალისტების მიერ დასმულ 12 სწრაფ შეკითხვას უპასუხა, რომლებიც ძირითადად ფეხბურთის მიღმა მის ცხოვრებას, მათ შორის მის საყვარელ მუსიკას, ფილმებს და საკვებს ეხებოდა.
1. ერთი ფილმი
- ერთადერთი რასაც ვუყურებ, ანიმაციური ფილმებია, რომლებიც ჩემს შვილებს მოსწონთ.
2. ერთი წიგნი
- მიყვარს სპორტსმენებთან დაკავშირებული წიგნები, მაგალითად ლანს არმსტრონგის.
3. სიმღერა, რომლის გარეშეც მანქანას არ ატარებ
- რასაც ჩემი ცოლი და შვილები ირჩევენ. ძირითადად, შაკირას სიმღერები.
4. ერთი დასასვენებელი ადგილი
- მნიშნვნელობა არ აქვს. მთავარია, ჩემს ოჯახთან ერთად ვიყო.
5. თანაგუნდელი, რომელთანაც ოთახს გაიზიარებდი
- "ბარსელონაში" ჩვენი კუთხე ყველას გვაქვს, ამის საჭიროება არ იქნებოდა.
6. ერთი მონუმენტი, ლა ხირალდა (სევილიაში) თუ საგრადა ფამილია (ბარსელონაში)?
- ლა ხირალდა.
7. საყვარელი კერძი
- სალმორეხო (ასევე ანდალუსიური კერძი, რომელიც სევილიასთან ახლოს წარმოიშვა).
8. ადგილი, სადაც დაკარგავდი საკუთარ თავს
- მალდივის კუნძულები.
9. ბავშვობის მოგონება
- სკოლა, ადგილი, სადაც ყველაფერი დაიწყო.
10. საუკეთესო მოგონება ფეხბურთში
- ჩემი პირველი მატჩი "ბაზელის" მაისურით.
11. ის, რასაც ფეხბურთის გამო ვერ აკეთებ
- ხანდახან მინდა, რომ ვიყო ერთი უბრალო ადამიანი, რომელიც სადმე, ქალაქში მუშაობს. ფეხბურთი კი ამის საშუალებას არ მაძლევს.
12. ვინ გინდოდა გამოსულიყავი ბავშვობაში?
- რობერტ პროსინეჩკი (ხორვატი ფეხბურთელი, რაკიტიჩის თანამემამულე, რომელიც 1995-96 წლებში "ბარსელონაშიც" თამაშობდა).
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]