სასამართლომ მესის წინააღმდეგ მტკიცებულებები ვერ მოიძია

სასამართლომ მესის წინააღმდეგ მტკიცებულებები ვერ მოიძია

ლეოს მესის წინააღმდეგ, საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებით დავა კვლავ აქტუალური საკითხია. ბოლო ცნობებით, ესპანურმა სასამართლომ მესის საქველმოქმედო ფონდის მიერ ფულის შესაძლო გათეთრების საქმე განიხილა.

Mundo Deportivo, იურიდიულ პორტალ Iusport-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ ესპანეთის სასამართლოში მესის, მისი მამისა და ძმის წინააღმდეგ მორიგი საქმე შევიდა. საუბარი საქველმოქმედო ფონდის საშუალებით გადასახადების დამალვასა და ფულის გათეთრებას ეხება.

თუმცა, საქმის განმხილველმა მოსამართლემ, მარია ტარდონმა, ბრალდების მხარეს მტკიცებულებები დაუწუნა. მისი თქმით, არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც მესის, ან მისი ოჯახის წევრების ბრალეულობას ამტკიცებს და ყველა მტკიცებულების წყარო პრესაში გავრცელებული ინფორმაციაა.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 30 სექტემბერი 2019 23:37
    1
    აი ეგრე ასე შანდალ შერჩენილი დარჩება ყველა ვისაც მესისთვის ცუდი უნდა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ლა ლიგა
    სტუმარი [?]
    #2 30 სექტემბერი 2019 22:26
    1
    როდესაც კაზემირო ვანდა მეტროპოლიტანოზე ატლეტიკოს ეთამაშებოდა, ბრაზილიელის სახლი გაძარცვეს, თანაც იმ დროს, როდესაც იქ მისი ცოლი და შვილი იმყოფებოდნენ.



    საბედნიეროდ, ცოლიც და შვილიც ამჟამად კარგად იმყოფებიან, თუმცა მძარაცველებმა ძვირადღირებული ნივთების წაღება მაინც მოასწრეს.



    ფეხბურთელების სახლების გაძარცვა, როდესაც ისინი სახლში არ არიან, ძალიან გახშირდა.



    მადრიდის რეალმა ფეხბურთელები გააფრთხილა, რომ, უსაფრთხოების მიზნით, მოერიდნონ სახლის სურათების სოცლაურ ქსელებში გამოქვეყნებას.
    Culé [?]
    #1 30 სექტემბერი 2019 18:11
    8
    ამას ისეთი ადვოკატი(ები) ეყოლება მიდი და მოუგე საქმე joy