ერნესტო ვალვერდე: კოუტინიოს არაერთ პოზიციაზე შეუძლია თამაში
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე კატალონიელთა ბრაზილიელი ახალწვეულის, ფილიპე კოუტინიოს პოზიციასთან დაკავშირებით საუბრობს.
ლა ლიგის გასულ ტურში, "ალავესთან" მატჩში, კოუტინიო "ბარსას" სასტარტო შემადგენლობაში პირველად ვიხილეთ. მან მარჯვენა ფლანგზე ითამაშა და ნამდვილად ვერ გაიბრწყინა.
"ჯოუტინიოს მაღალ დონეზე თამაში სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლია. მას შეუძლია ითამაშოს როგორც თავდამსხმელების უკან, ასევე მარცხენა და მარჯვენა ფლანგზე. ის საკმარისად მრავალმხრივი ფეხბურთელია იმისათვის, რომ არაერთ პოზიციაზე ითამაშოს." - ციტირებს ვალვერდეს სიტყვებს Marca.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]