რობერტ ფერნანდესი: კოუტინიო ინიესტას შემცვლელად მოვიყვანეთ
"ბარსელონას" ყოფილი სპორტული დირექტორი რობერტ ფერნანდესი, რომლის დროსაც კატალონიელებმა ფილიპე კოუტინიო შეიძინეს, ბრაზილიელ შემტევზე საუბრობს.
"კოუტინიოს შესაძლებლობებში ეჭვი არავის ეპარება, მაგრამ მას შეტევაში უმაღლეს დონეზე თამაში არ შეუძლია. მე ის თავდამსხმელად არ მიყიდია. ვფიქრობდით, რომ ის ინიესტას შეცვლიდა.
კოუტინიოს ტრანსფერთან დაკავშირებით ეჭვები არ მაქვს. მას ნახევარდაცვაში თამაში შეუძლია. მას ბურთის დაჭერა, თამაშის კონტროლი და პრესინგიდან გამოსვლა შეუძლია. ის განსაკუთრებული ფეხბურთელია.
შექმნილი მდგომარეობა რთულია როგორც ფეხბურთელისთვის, ასევე მწვრთნელისთვის." - ციტირებს ფერნანდესის სიტყვებს Sport.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]