მესი იანვრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა
საფეხბურთო სტატისტიკის მწარმოებელმა ვებგვერდმა WhoScored-მა ლიონელ მესი ესპანეთის ჩემპიონატის ინავრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.
მესიმ, გასულ თვეში, ლა ლიგაში, 5 გოლი გაიტანა, რაც ლუის სუარესის შედეგის (6 გოლი) შემდეგ საუკეთესო მაჩვენებელია.
მესიმ 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, რაც ასევე სუარესთან ერთად საუკეთესო შედეგია.
არგენტინელმა 26 წარმატებული დრიბლინგი განახორციელა - საუკეთესო მაჩვენებელი.
მან კარში 20-ჯერ დაარტყა (მე-2 შედეგი) და 12 მნიშვნელოვანი პასი გააკეთა (მე-3 შედეგი).
ლეო საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა ოთ მატჩში - "ლევანტესთან", "სოსიედადთან", "ბეტისთან" და "ალავესთან".
საერთო ჯამში, მესიმ თავი საშუალო 9.55 ქულას მოუყარა (10-ბალიანი სისტემით), რაც ლა ლიგაში, იანვრის თვეში, საუკეთესო მაჩვენებელია. მე-2 ადგილზე, 8.7 ქულით, ლუის სუარესი გავიდა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]