კიკე სანჩეს ფლორესი: "ესპანიოლის" გულშემატკივრები პიკეს მალე უპასუხებენ
"ესპანიოლსა" და "ბარსელონას" შორის გამართულ შეხვედრაში (1:1) ჟერარ პიკეს მიერ გოლის აღნიშვნას მასპინძელი გუნდის მთავარი მწვრთნელი კიკე სანჩეს ფლორესიც გამოეხმაურა.
"პიკე ვერ შეძლებს გულშემატკივრები გააჩუმოს, განსაკუთრებით "ესპანიოლის" გულშემატკივრები. გულშემატკივრები, ასეთ სიტუაციაში, ყოველთვის უკეთესები არიან. ისინი მას მალე უპასუხებენ.
ჩვენი სეზონი "ბარსელონასთან" თამაშებით არ იწყება და მთავრდება. სეზონის დასკვნით ნაწილს პოზიტიურად ვხვდებით.
მსგავს მატჩებში ბევრ რამეს წყვეტს დეტალები, რომლებიც ყოველთვის ჩვენზე არაა დამოკიდებული.
შეხვედრის პირველივე წუთებიდან საჭირო განწყობით ვთამაშობდით. კარგ შედეგს მივაღწიეთ და ვაჩვენეთ, რომ სხვადასხვა ტაქტიკით თამაში შეგვიძლია." - ციტირებს სანჩეს ფლორესის სიტყვებს Marca.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]