როგორ ვითარდებიან განათხოვრებული „ბარსელონელები“?
"ბარსელონას" განკარგულებაში მყოფი 6 ფეხბურთელი, არენდის წესით, სხვა კლუბის ღირსებას იცავს. კატალონიური გრანდის ოფიციალური საიტი წარმოგიდგენთ, ინფორმაციას მათი განვითარების შესახებ:
● მუნირ ელ-ჰადადი "ალავესის" ღირსებას იცავს და მთავარი მწვრთნელის, პიტუ აბელარდოს ნდობით სარგებლობს, რომელიც თავის დროზე "ბლაუგრანას" ღირსებას იცავდა. დეპორტივოელების მაისურით ჩატარებულ 20 მატჩში (აქედან 17 სასტარტო შემადგენლობაში) ახალგაზრდა ფორვარდმა 5 გოლი გაიტანა.
● რაფინია "ინტერს" ახლახანს შეუერთდა და ჯერჯერობით, ის იტალიაში თავის დამკვიდრებას ცდილობს. ნახევარმცველმა "ნერაძურის" მაისურით ორი შეხვედრის ჩატარება მოასწრო. მილანურ კლუბში ალკანტარას "ბარსას" აკადემიის ექსწევრი, მაურო იკარდი ეგულება.
● ჟერარ დეულოფეუ პრემიერ ლიგაში იანვარში დაბრუნდა. ესპანელ შემტევს ინგლისში, კერძოდ კი, "ევერტონში" თამაშის გამოცდილება უკვე აქვს და ახლა ის თავისი შესაძლებლობების გამოვლენას "უოტფორდის" მაისურით შეეცდება. ახალგაზრდა ფორვარდმა "სტოკის" წინააღმდეგ სადებიუტო მატჩი უკვე ჩაატარა.
● თურქეთში დაბრუნებულ არდა თურანს "ბაშაქშეჰირის" შემადგენლობაში საოცნებო დებიუტი ჰქონდა. მოედანზე შემოსვლიდან 20 წუთის შემდეგ "ბარსას" ყოფილმა "შვიდიანმა" პირველი გოლი გაიტანა. ახალი კლუბის მაისურით მან საერთო ჯამში, 3 მატჩი ჩაატარა.
● მარლონ სანტოსი "ნიცას" რიგებში მნიშვნელოვან გამოცდილებას აგროვებს. ბრაზილიელმა საფრანგეთის ჩემპიონატში 11 შეხვედრა ჩაატარა და აქედან 10 სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო.
● დუგლასი "ბენფიკაში" ზაფხულში გაანათხოვრეს და მას შემდეგ ბრაზილიელმა განაპირა მცველმა ყველა ტურნირზე საერთო ჯამში, 7 მატჩი ჩაატარა.
სამპერის დაბრუნება
სერჟი სამპერი "ლას პალმასს" გასულ ზაფხულში შეუერთდა. წინა თვეში ნახევარმცველმა მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც 2017/18 წლის სეზონი მისთვის ნაადრევად დასრულდა. ამის გამო, კლუბებმა ერთობლივად მიიღეს 23 წლის მოთამაშის კატალონიაში დაბრუნების გადაწყვეტილება, სადაც ის აღდგენით პროცესს გაივლის.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 14 ]