"ვალენსია" "ბარსელონასთან" თამაშისთვის "მესტალიას" გულშემატკივრებით შევსებას გეგმავს
9 თებერვალს კოპა დელ რეის 1/4 ფინალის განმეორებით შეხვედრაში "ბარსელონა" "ვალენსიას" დაუპირისპირდება. კატალონიელებს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ფრეც ეყოფათ, ვალენსიელებს კი ამისთვის ერთ გოლზე მეტი სხვაობით მოგება სჭირდებათ. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან რთული ამოცანაა და კლუბის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, საკუთარი ფეხბურთელების დასახმარებლად "მესტალიაზე" რაც შეიძლება მეტი გულშემატკივარი მიიყვანოს.
ყველას, ვინც შეხვედრის ბილეთს იყიდის, მეორე ბილეთის ფასდაკლებით შეძენა შეეძლება. აღსანიშნავია, რომ 30 ათასზე მეტი ბილეთი უკვე გაყიდულია და ტრიბუნებზე დიდი ხალხმრავლობაა მოსალოდნელი.
მიმდინარე სეზონში "ბარსამ" "მესტალიაზე" ერთხელ უკვე ითამაშა, კერძოდ, ლა ლიგის მე-13 ტურში, ნოემბერში. ის შეხვედრა ფრედ, 1-1 დასრულდა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]