პიკეს ბაბუა: ჟერარი 8-10 დღეში დაბრუნდება
ამადორ ბერნაბეუ - "ბარსელონას" ყოფილი დირექტორი, კატალონიური კლუბის წარმომადგენელი UEFA-ში და ჟერარ პიკე ბერნაბეუს ბაბუა, შვილიშვილის ტრავმასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.
პიკემ ტრავმა "ესპანიოლთან" გამართულ შეხვედრაში მიიღო. თავდაპირველი ინფორმაციით, მას ერთი თვე გაუცდებოდა. შემდეგ გავრცელდა ცნობები, რომ დაზიანება გაცილებით მსუბუქია.
"ბარსელონას" ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია, ფეხბურთელის ბაბუა კი აცხადებს, რომ ჟერარი 8-10 დღეში დაბრუნდება.
"ჟერარი მიღებულ ტრავმას მკურნალობს. ის 8-10 დღეში მზად იქნება. მას "ვალენსიასთან" თამაში უნდოდა, მაგრამ ვფიქრობ, დასვენება მოუწევს." - ციტირებს ამადორ ბერნაბეუს სიტყვებს Sport.
ამადორ ბერნაბეუმ კომენტარი ხავიერ ტებასის სიტყვებსა და მისი შვილის შესაძლო გაპრეზიდენტებაზეც გააკეთა: "ხავიერ ტებასის კომენტარი არ ვიცი და ამაზე არც ვღელავ. პიკე კი "ბარსელონას" განსაკუთრებული პრეზიდენტი იქნება."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]