ხავიერ ტებასი: არ მგონია, პიკე ქსენოფობი იყოს, მაგრამ ის შეიძლება დაისაჯოს

ხავიერ ტებასი: არ მგონია, პიკე ქსენოფობი იყოს, მაგრამ ის შეიძლება დაისაჯოს

ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი "ესპანიოლთან" მატჩში ჟერარ პიკეს გოლის აღნიშვნის საკითხს ეხმაურება და არ გამორიცხავს, რომ "ბარსელონას" ცენტრალური მცველი დაისაჯოს.

პიკემ, "ესპანიოლთან" მატჩში გოლის გატანის შემდეგ, თითი ტუჩებთან მიიტანა, რაც შეფასდა, როგორც მეტოქე გუნდის გულშემატკივრებისთვის გაჩუმებისკენ მოწოდება. "ესპანიოლმა", რა თქმა უნდა, შანსი ხელიდან არ გაუშვა და პიკეს წინააღმდეგ ლა ლიგაში მორიგი საჩივარი შეიტანა.

"კომიტეტი დაადგენს, ჩაიდინა თუ არა პიკემ დასჯადი ქმედება. არსებული რეგულაციების თანახმად, შესაძლებელია, გოლის გარკვეული აღნიშვნები პროვოკაციად შეფასდეს.

უნდა აღინიშნოს, რომ "ესპანიოლმა" კარგად იმუშავა და პიკეს გოლამდე, გულშემატკივრები მის ოჯახს შეურაცხყოფას არ აყენებდნენ. გულშემატკივრებმა შეურაცხყოფით მის პროვოკაციულ ჟესტს უპასუხეს." - ციტირებს ტებასის სიტყვებს Sport.

ტებასი ასევე გამოეხმაურა პიკეს ფრაზას, როდესაც მან "ესპანიოლი" მოიხსენია როგორც "ესპანიოლი" კორნელიადან". თავად "ესპანიოლმა" ეს კომენტარი გქსენოფობიის გამოვლინებად შეაფასა. "პირადად მე არ მგონია, რომ პიკე ქსენოფობი იყოს, მაგრამ მისი ქმედება მოსაწონი არ იყო." - ტებასის ამ სიტყვებს უკვე AS ციტირებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #7 7 თებერვალი 2018 18:06
    0
    არ უნდა დასაჯონ პიკე
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 6 თებერვალი 2018 23:39
    0
    ტუჩებთან თითის მიტანა დასჯადია და ტრაკში თითის მიცემა მოლულა?
    არ ვღადაობ, ამ ლინკზე ნახავთ ამ სურათს
    :https://www.eurosport.ru/football/liga/2017-2018/story_sto6502229.shtml
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #5 6 თებერვალი 2018 18:09
    0
    რა ცენზურა სახე აქბს
    [?]
    #4 6 თებერვალი 2018 13:24
    0
    Pique martalia mara mainc davsjito ra eg pontia.
    xoravaluka
    სტუმარი [?]
    #3 6 თებერვალი 2018 13:12
    0
    იიდნხავამდის რა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 6 თებერვალი 2018 12:29
    0
    რონალდუ რო ყოველ გოლს კამპ ნოუზე ასე აღნიშნავს და კიდევ ჟესტებით ანიშნებს მე აქ ვარო, ის არ არის დასჯადი და ეს არის? პიკეს მთელი თამაში უსტვენდნენ და მაგან გოლის მერე მოუწოდა გაჩუმებისკენ და კიდევ მაინტერსებს გრიზმანსაც დასჯიან როცა მას თავის გულშემატკივრებმა უსტვინეს დროის გაყვანის გამო და მანაც ბურთი მოსროლა და ტრიბუნებს გაჩუმებისკენ მოუწოდა.
    ვალენსიასთან მატჩში.
    Anastasia13
    სტუმარი [?]
    #1 6 თებერვალი 2018 12:26
    0
    Ar daigalet es espanelebi sachivrebit da sasamartloebit? tired_face