ფილიპე კოუტინიო პორტუგალიის მოქალაქეობის მიღებას გეგმავს
"ბარსელონას" ბრაზილიელი ახალწვეული ფილიპე კოუტინიო აპირებს პორტუგალიის მოქალაქეობა მიიღოს და კატალონიურ კლუბს ტრანსფერების განხორციელება გაუადვილოს.
კოუტინიოს მეუღლე პორტუგალიის მოქალაქეა. ვინაიდან მათი ქორწინებიდან 3 წელი უკვე გასულია, ბრაზილიელ ფეხბურთელს პორტუგალიის მოქალაქეობის მიღების უფლება თავადაც აქვს. Mundo Deportivo-ს ცნობით, კოუტინიომ საჭირო საბურთების მომზადება უკვე დაიწყო.
იმ შემთხვევაში, თუ კოუტინიო პორტუგალიის, შესაბამისად ევროკავშირის მოქალაქე გახდა, "ბარსელონას" შეეძლება კიდევ ერთი არაევროკავშირელი ფეხბურთელი დაიმატოს.
მოქმედი წესებით, გუნდს მაქსიმუმ 3 არაევროკავშირელი ფეხბურთელის დარეგისტრირების უფლება აქვს. "ბარსას" პირველ გუნდში, ამჟამად, ლიმიტი ამოწურულია - ევროკავშირის მოქალაქეობა კოუტინიოს, პაულინიოსა და იერი მინას არ აქვთ.
თუ "ბარსელონამ" არაევროკავშირის მოქალაქე ფეხბურთელების რაოდენობა შეამცირა, კატალონიელებს შეეძლებათ "გრემიოდან" არტურ მელო დაიმატონ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 26 ]