"ბარსელონამ" დემბელესთვის პირადი მზარეული და მცველი აიყვანა
"ბარსელონას" ხელმძღვანელობა უსმან დემბელეს ადაპტაციის დაჩქარებას ცდილობს. შეგახსენებთ, რომ ფრანგი ფეხბურთელი კატალონიურ კლუბში დორტმუნდის "ბორუსიადან", ზაფხულში გადავიდა.
როგორც Mundo Deportivo იტყობინება, კლუბმა მოთამაშისთვის პირადი მზარეული აიყვანა, რათა დემბელე სწორად იკვებოს. გარდა ამისა, 20 წლის ფეხბურთელს პირადი მცველი დაუნიშნეს, კლუბის ექიმები კი დემბელეს ხშირად სტუმრობენ სახლში, რათა მისი ფიზიკური მდგომარეობა შეამოწმონ.
მიმდინარე სეზონში, უსმან დემბელემ პრიმერაში 5 მატჩი ჩაატარა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 19 ]