"ბარსელონას" ფეხბურთელების აზრი პსჟ-"რეალის" დაპირისპირებაზე
"ბარსელონას" ფეხბურთელები, ახლა, მხოლოდ "ჩელსისთან" დაპირისპირებაზე ფიქრობენ. მათი მიზანი იმავე შედეგის ჩვენებაა, რასაც, მათივე აზრით, "რეალმა" უკვე მიაღწია.
Sport-ის ცნობით, "ბარსელონას" ფეხბურთელები "რეალსა" და "პარი სენ-ჟერმენს" შორის გამართულ პირველ შეხვედრამდეც ფავორიტად მადრიდულ გუნდს მიიჩნევდნენ. მათი აზრით, "სამეფო კლუბი" პარიზელთა დამარცხებას მოახერხებდნენ და ასეც მოხდა. კატალონიური კლუბის მოთამაშეები მიიჩნევენ, რომ "რეალს" მომდევნო ეტაპზე გასვლა არ გაუჭირდება.
"ბარსელონას" ფეხბურთელები "რეალს" ფავორიტად რამდენიმე მიზეზით მიიჩნევდნენ. პირველი მათგანი ისაა, რომ მადრიდულ გუნდს, სეზონის გადასარჩენად, მხოლოდ ეს ტურნირი აქვს დარჩენილი. ამას ისიც ემატება, რომ როდესაც საქმე ჩემპიონთა ლიგას ეხება, მადრიდული გუნდი ყოველთვის კონკურენტუნარია. ბოლო მიზეზი კი ისაა, რომ პსჟ, როგორც გუნდი, სერიოზული ევროპული გამოწვევებისთვის ჯერ მზად არაა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 29 ]