სესკ ფაბრეგასი: ლიონელ მესი ინგლისის ჩემპიონატში საუკეთესო იქნებოდა
"ბარსელონას" აღზრდილი, ამჟამად "ჩელსის" ნახევარმცველი, სესკ ფაბრეგასი, "ბარსელონასთან" გასამართი მატჩის წინ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ ლიონელ მესისთან შეხვედრას მოუთმენლად ელის.
"ეჭვგარეშეა, რომ მესი ინგლისის ჩემპიონატში საუკეთესო იქნებოდა. მასთან შეხვედრას მოუთმენლად ველი. რა თქმა უნდა, "ბარსელონაში" თამაში ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის და ყველა ფეხბურთელისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც იქ დაიბადა.
"ბარსელონასთან" მატჩები არაჩვეულებრივი იქნება. დარწმუნებული ვარ, ამ თამაშებით ყველა ვისიამოვნებთ", - ციტირებს ფაბრეგასის სიტყვებს Goal.
"ბარსელონა" და "ჩელსი" ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველ მატჩში ხვალ თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე დაუპირისპირდებიან.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]