პსჟ-"ბარსელონა" - როურა მატჩის შემდეგ
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის თანაშემწე ხორდი როურა პსჟ-სთან დაფიქსირებული შედეგით (2:2) კმაყოფილი დარჩა, მაგრამ კატალონიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ მიუხედავად თავს დამტყდარი უბედურებებისა, მის გუნდს მოგება შეეძლო.
"განმეორებით მატჩში გატანას შევეცდებით, რათა მეტოქეს საქმე გავურთულოთ. გარდა ამისა, ისინი საკუთარ თავზე გამოცდიან ჩვენი სტადიონისა და გულშემატკივრების ზეწოლას. დაფიქსირებული შედეგი ჩვენთვის კარგია, მაგრამ თამაშის მიმდინარეობის გათვალისწინებით, უკმაყოფილონი ვართ. მიუხედავად პრობლემებისა, მოგება მაინც შეგვეძლო. განმეორებით მატჩში მოსაგებად ვიბრძოლებთ."
საკამათო ეპიზოდები
"თამაშში იყო რამდენიმე საკამათო ეპიზოდი, მაგრამ შედეგი მაინც კარგია. დარწმუნებული ვარ, ეს გადაწყვეტილებები ჩვენს სასარგებლოდ არ ყოფილა მიღებული. მოედანზე უნდა გავიდეთ და დავამტკიცოთ, რომ ამ შეცდომებმა ჩვენზე გავლენა ვერ იქონია. პსჟ-ს არ გავუკვირვებივარ. მეტოქის ძლიერი მხარე ვიცოდით. ისინი ფიზიკურად ძლიერნი და სწრაფები არიან. ვიცოდით, რომ რთული მატჩი გველოდა."
ტრავმები - ყველაზე ცუდი სიახლე
"გამოკვლევის შედეგებს დაველოდებით და გავიგებთ, რამდენად სერიოზულია ფეხბურთელების ტრავმები. თუ მესიმ და მასკერანომ ვერ ითამაშეს, ეს ცუდი იქნება, მაგრამ მათ ნაცვლად მოედანზე სხვა ფეხბურთელები გამოვლენ და ეცდებიან დაამტკიცონ, რომ ძირითადში მოხვედრას იმსახურებენ."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]