ლეო მესიმ ჩემპიონთა ლიგაზე მხოლოდ 6 გუნდს ვერ გაუტანა
გუშინ "ბარსელონას" ვარსკვლავმა, ლიონელ მესიმ, "ჩელსის" გოლი გაუტანა, თუმცა მანამდე მან ამის გაკეთება 8 თამაშის განმავლობაში ვერ შეძლო.
მას შემდეგ, რაც მესიმ "ჩელსის" კარი აიღო, ჩემპიონთა ლიგაზე მხოლოდ 6 გუნდი დარჩა, რომელთა წინააღმდეგაც არგენტინელ ფეხბურთელს უთამაშია, მაგრამ მათ ვერ გაუტანა. ესენი არიან: "უდინეზე" (70 წუთი), "ბენფიკა" (122 წუთი), "ლივერპული" (180 წუთი), "რუბინი" (237 წუთი), "ინტერი" (270 წუთი) და "ატლეტიკო" (360 წუთი).
ლეო მესიმ, საერთო ჯამში, ჩემპიონთა ლიგაზე 37 გუნდის წინააღმდეგ ითამაშა.
მესის საყვარელი მეტოქე "არსენალია", რომელსაც მან 6 მატჩში უკვე 9-ჯერ გაუტანა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]