იორდანიის სამეფო ოჯახი "ნოუ კამპზე"

იორდანიის სამეფო ოჯახი "ნოუ კამპზე"

იორდანიის მეფე აბდალაჰი და დედოფალი რანია დღეს, "ბარსელონასა" და "ვილიერალის" შეხვედრას, "კამპ ნოუზე" დაესწრნენ...

კლუბის პრეზიდენტმა, სანდრო როსელმა, იორდანიის სამეფო ოჯახის წევრებს მატჩზე დასწრება პირადად შესთავაზა. მეფე აბდალაჰი და დედოფალი მატჩს ძლიერი დაცვის ქვეშ ადევნებდნენ თვალს. მატჩზე სამეფო ოჯახის 4 წევრი იმყოფებოდა, მეფე, დედოფალი და მათი ორი შვილი, იმანი და ჰუსეინი. ცნობილი ფაქტია ის, რომ ამ ბავშვებს ფეხბურთი ძალიან იზიდავთ და შესაძლოა მატჩზე დასწრების ერთ–ერთი მიზეზი სწორედ ეს გამხდარიყო.

დედოფალი რანიასთვის "კამპ ნოუზე" სტუმრობდა პირველი არ გახლავთ. დაახლოებით 2 წლის წინ, იგი ამ სტადიონზე "U2"-ს კონცერტს დაესწრო. იგი ლეგენდარული ბონოს სპეციალური სტუმრების სიაში ირიცხებოდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.