მესი და სუარესი - ყველაზე შედეგიანები ევროპაში
ესპანეთის ჩემპიონატის 25-ე ტურში "ბარსელონასა" და "ჟირონას" შორის გამართული მატჩი (6:1), მასპინძელი გუნდის ვარსკვლავებისთვის, ლიონელ მესისთვის და ლუის სუარესისთვის ძალიან შედეგიანი გამოდგა.
არგენტინელმა თავი 2 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. კიდევ უფრო შედეგიანი იყო ურუგვაელი - 3 გოლი და 2 ასისტი.
2018 წლის დაწყების შემდეგ, მესიმ მონაწილეობა უკვე 19 გოლში მიიღო (11 გოლი, 8 საგოლე გადაცემა), ხოლო სუარესმა - 18-ში (12 გოლი, 6 საგოლე გადაცემა). Opta-ს ცნობით, ევროპის წამყვან 5 ჩემპიონატში, არცერთ სხვა ფეხბურთელს ასეთი შედეგი არ აქვს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]